Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 ს/წ შემოდგომის სემესტრში

მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 ს/წ შემოდგომის სემესტრში

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით.

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები: (ბრძ. №154/01-01, 23.07.2025)      

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)- 22 - 29 აგვისტო;

ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 1 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 2 სექტემბერი (12:00 საათი);

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 2 სექტემბერი;

ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 3 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6-7 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი (13:00 საათი);

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 9-10 სექტემბერი;

ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;

მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება– 13-14 სექტემბერი;

ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;

ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 16 სექტემბერი;

პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17-18 სექტემბერი;

ჟ)საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი.

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  

https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 22 აგვისტოს).

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის- უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2025  წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

დ);ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროებისა და ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ე);წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი)

ვ);უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ზ);ფოტოსურათი (3X4) –  2 ცალი;

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ  ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

საკონტაქტო პირი: ზაალ გოგენია    zaal.gogenia@tsu.ge    ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (22 – 29 აგვისტო) ელექტრონულ მისამართზე. 

https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F 

17-18 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.

 თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების  ჩამონათვალი და მათი  მოკლე დახასითება  იხილეთ აქ

დეტალური ინფორმაცია  სამაგისტრო პროგრამების  შესახებ და და საგამოცდო საკითხები   იხილეთ   ფაკულტეტის ვებგვერდზე    აქ

წარმატებებს  გისურვებთ!

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია

თარიღი: 19/08/2025